მდებარეობს სოფელ ხინოში (კინტრიშის ხეობა), რომელიც წარმოადგენდა ხინოს საეპისკოპოსო ცენტრს.

XX ს-ის 90-იან წლებში აქ აშენდა წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართალ ელისაბედის სახელობის მამათა მონასტერი.

ტაძრების დღესასწაული 11 და 18 სექტემბერს აღინიშნება.