ავთანდილ ბეჟანიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი.

ავთანდილ ბეჟანიძე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ქობულეთის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მცენარეთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორად, თავისი ხელმძღვანელობით აგებული ბიოლაბორატორიის დირექტორად, „აჭარის სოფლქიმიის“ თავმჯდომარედ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, ქობულეთის რაიკომის მეორე მდივნად, ქობულეთის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლად.
ამჟამად ავთანდილ ბეჟანიძე დამსახურებულ პენსიაზეა და კერძო ფირმაში კონსულტანტად მუშაობს.


მერცია თენეიშვილი - ყოფილი პედაგოგი

დაბადების თარიღი: 1935 წელი
პროფესია: ინგლისური ენის მასწავლებელი
მერცია თენეიშვილი 1957 წლიდან 2013 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელთა მეთოდგაერთიანებას, იყო ამავე საგნის ზეპირმეტყველების წრის ხელმძღვანელი.
1997 წელს „ღირსების ორდენის“ კავალერი გახდა, 1988 წელს მიენიჭა პირველი კატეგორიის მასწავლებლის წოდება და დაჯილდოვდა „შრომის ვეტერანის“ მედლით, 2015 წელს დასახელდა „რჩეულ ქობულეთელად“.
მერცია თენეიშვილი შეყვანილია პროფესორ ნოდარ ბასილაძის წიგნში „ერისა და ქვეყნის მსახურნი“, რომელიც ეთმობა იმ პედაგოგთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით პედაგოგიურ საქმიანობაში და რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს აჭარის განათლებისა და კულტურის ისტორიაში.



რევაზ ჩელებაძე - ვეტერანი ფეხბურთელი

პროფესია: სპორტსმენი
რევაზ ჩელებაძე წლების მანძილზე თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში - ქობულეთის „შუქურაში“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში.
რევაზ ჩელებაძეს საფეხბურთო კარიერის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი ტიტული და ჯილდო. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის ოლიმპიური პრიზიორი გახდა, ხოლო 1981 წელს - „თასების მფლობელთა თასის“ გათამაშების გამარჯვებული. იგი მე-20 საუკუნის აჭარის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რევაზ ჩელებაძე 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საფეხბურთო კლუბ „შუქურას“.



ახმედ გოგიტიძე - ქირურგი

ახმედ გოგიტიძე ათწლეულების მანძილზე ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა და მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა ქობულეთის რაიონის მცხოვრებლებს, მან ათასობით ადამიანს აჩუქა და გაუხანგრძლივა სიცოცხლე.



გია ხაბაზი - ექიმი