ქალაქი ახტალა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღ. დონიდან 740 მეტრში მდებარეობს. იგი გაშენებულია მდ. დებედეს ხეობაში. ახტალას ქალაქის სტატუსი 1995 წელს მიენიჭა. ქალაქი ცნობილია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით, ლამაზი და ჯანსაღი ბუნებით. ტერიტორია მდიდარია სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლის საბადოებით. მოსახლეობის ძირითად საქმიანობა სოფლის მეურნეობა და სამთო მრეწველობაა. ქალაქი 18-ე საუკუნის მე-2 ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიულ შემადგენლობაში შედიოდა.
ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს ახტალას წმ. სამების მონასტერი, სადაც 1887-1889 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად ფრანგმა არქეოლოგმა ჟაკ დე მორგანმა მე-8 საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო იარაღები აღმოაჩინა.


მოსახლეობის რაოდენობა: 2 100 კაცი
ვებ-გვერდი: http://akhtala.am

დამეგობრების თარიღი: 2010 წელი

დამეგობრების მიზანი:
♦ თანამშრომლობა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, განათლების და ჯანმრთელობის სფეროებში.
♦ საერთო ინტერესების სფეროებში ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პროექტების შემუშავება
♦ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა
♦ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება

მემორანდუმი