ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ახორციელებს შ.პ.ს „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური".

მომსახურება, რომელსაც ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს, ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებას – დერატიზაციას, მალარიისა და ცოფის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხროციელებას, შხამიანი ცხოველების (ძირითადად ქვეწარმავლების და მორიელების) გაუვნებელყოფას, ეპიდემიების პრევენციის ზომებსა და სხვა .

აღნიშნული მომსახურებები მოქალაქეებისთვის უფასოა.