ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ა(ა)იპ "ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანება", რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სასწავლო სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას. მუნიციპალიტეტში სულ 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2875 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 535 ადამიანია დასაქმებული.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი, კვება და სხვა მომსახურება უფასოა.