ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო, მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობას მერიის მუნიციპალური სამსახური უზრუნველყოფს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, ანტიბაქტერიულ ვაქცინაციას, ცხოველთა იდენტიფიკაციას, ცხოველთა დანომვრას სპეციალური საყურე ნიშნით, დაავადების შემთხვევაში კი ცხოველის ჰუმანური მეთოდებით ევთანაზიას ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აკონტროლებს.