ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და მათი დახმარების მიზნით, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებას „სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა“ წარმოადგენს. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მარტოხელა პენსიონერებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, უსახლკაროებს, შშმ პირებს, მარჩენალდაკარგულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მუნიციპალურ სასადილოში ყოველდღიურად უფასო ერთჯერად კვებას სთავაზობს. სულ ქალაქში 1 სასადილო ფუნქციონირებს, სადაც მოქალაქეებს უფასო კვება კვირაში შვიდი დღე, დღეში ერთჯერადად შეუძლიათ. საკვების რაციონი შეიცავს სხვადასხვა სახეობის კერძს. ადგილზე მომსახურების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე ორ და მეტ სულიან ოჯახებისთვის ცხელი კერძის ბინაზე გატანებას. სულ ქობულეთში ამ დროისთვის პროგრამით მოსარგებლე 280 ბენეფიციარია. უფასო სასადილოებში კვების პროგრამას ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს, თუმცა, ქობულეთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მკაცრად აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას და მუდმივ მონიტორინგს უწევს პროგრამის მიმდინარეობას.

პროგრამა