საჩინოში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჩინოში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჩინოსა და ზედა აჭყვაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მალე დასრულდება. პროექტი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 63 125 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მინი სტადიონები დეკორატიული ღობით შეიღობება, ასევე მოედანზე  დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. 

გაიმართა საკრებულოს სხდომა

გაიმართა საკრებულოს სხდომა

ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგით სულ 7 საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი თუმცა 2 საკითხი დაემატა.

ქობულეთში ახალი მოწვევის საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

ქობულეთში ახალი მოწვევის საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

დღეიდან ქობულეთში ახალი მოწვევის საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 28 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უხელმძღვანელებს. დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნდობა ნათია თხილაიშვილს გამოუცხადეს, ასევე არჩეული იქნა მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები.

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ გააცნო. 

კვირიკეში ივანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კვირიკეში ივანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კვირიკეში ივანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის 12 წევრიანი ოჯახი უსაფრთხოდაა. დაზარალებულები მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ მოინახულეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

მერმა ტურისტული ზოლი დაათვალიერა

მერმა ტურისტული ზოლი დაათვალიერა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თანმხლებ პირებთან ერთად სანაპირო ზოლი, სკვერები და მინი სტადიონები დაათვალიერა. მერი მოსახლეობასაც გაესაუბრა და სამომავლო ინიციატივები გააცნო.
„ქობულეთი უნდა ვაქციოთ თანამედროვე ტურისტულ ქალაქად. სამომავლოდ ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებასთან ერთად ვგეგმავთ რეკრეაციული ზონების გაშენებასა და სპორტული მოედნების მოწყობას. მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“- აღნიშნა ქობულეთის მერმა.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე

ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერიამ გარემოსდაცვით კამპანია - „ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე აქტივობა გაიმართა. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებთან ერთად ქარსაცავ ზოლში ფიჭვის ნერგები დარგეს, მწვანე ზოლები მოაწესრიგეს და სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციაში მოხალისეებიც ჩაერთო.

მირიან ქათამაძემ მოადგილეები დაასახელა

მირიან ქათამაძემ მოადგილეები დაასახელა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან.

წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ

წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ

დღეს აჭარაში მცხოვრებ წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. დაჯილდოებული 253 მოსწავლიდან 39 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებმა გადასცეს. მოსწავლეები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ზღვის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის, რუსთაველის ქუჩისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის პირველ პირს პროექტების მიმდინარეობა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმა გააცნო. წელს მუნიციპალიტეტის იერსახის მოსაწესრიგებლად 22 მილიონამდე ლარი დაიხარჯაება.