სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა

სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა

სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა.  კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. სახალხო ზეიმის ბოლოს ორგანიზატორებისაგან სოფლის საპატიო მკვიდრნი გამოვლინდა, რომლებსაც სიგელები გადაეცათ. ზეიმის ფარგლებში სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათი.

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 7 პოზიციაზე გამოცხადდა. ქობულეთის მერის ინიციატივით კონკურსი მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისათვის ღია წესით ჩატარდება. საკონკურსო განაცხადების მიღება ელქტრონული წესით მოხდება, მსურველებმა განცხადებები უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურის სამ ეტაპად ჩატარდება, აპლიკანტებს განაცხადების გადარჩევის შემდეგ ზეპირი დავალება მიეცემათ და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია

ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია. მთელი ღამის განმავლობაში ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ხელმძღვანელობით სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას წყალი და ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

დღეს კულტურის სახლში ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. ცნობილი მომღერალი ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მაყურებლის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგა. საღამოზე ასევე შესრულდა პოპულარული საკონცერტო ნომრები. კონცერტი საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმებისა“ და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდნენ

„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდნენ

ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე  მერიის წარმომადგენლებთან ერთად  „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდა და ბენეფიციარების ტკბილეული გადასცა. „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“  ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გასულ წელს გაიხსნა.

შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

კულტურის სახლში შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საღამოზე შშმ პირებმა  მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. „ხელისუფლება ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას არა არსებობის, არამედ ღირსეულად ცხოვრების პირობები. შშმ პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. თითოეულ ადამიანს აქვს უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის წინსვლას შეიძლება მოახმაროს.

„მასზე დღემდე საუბრობს საქართველო“

„მასზე დღემდე საუბრობს საქართველო“

ქობულეთში ცნობილი ბიბლიოფილის მამია ხარაზის შემოქმედების საღამო - „მასზე დღემდე საუბრობს საქართველო“ გაიმართა. შემოქმედებითი საღამო ახალგაზრდა სათათბირო დარბაზის წევრებისა  და პოეტ ზურა ნემსაძის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ეპიზოდები ცნობილი ბიბლიოფილის ცხოვრებიდან და წაიკითხეს ამონარიდები მისი შემოქმედებიდან.

 ჭადრაკში ღია პირველობა გაიმართა

ჭადრაკში ღია პირველობა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ჭადრაკში ღია პირველობა გაიმართა. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძემ და მერიის წარმომადგენელებმა სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სპორტული შეჯიბრება წელს პირველად ჩატარდა და იგი მოჭადრაკე თენგიზ ხალვაშის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს და სამომავლოდაც გაგრძელდება.

მერმა ციტრუსის მიმღები პუნქტები დაათვალიერა

მერმა ციტრუსის მიმღები პუნქტები დაათვალიერა

მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინიტრაციულ ერთეულებში ციტრუსის მიმღები პუნქტები დაათვალიერა. მიმდინარე წელს ქობულეთში 45 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან. მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით ციტრუსის 14 შემფუთავ-დამხარისხებელი და 2  გადამამუშავებელი საწარმო იმუშავებს.

მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში  ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფელ ლეღვაში ახლადრეაბილიტირებული წყალსადენი სისტემა,