სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება

სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება. იწმინდება შიდა სასოფლო გზები, საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით 4 ერთეული ტექნიკა სოფელ კვირიკეში, ჩაისუბანსა და ხალაში მუშაობს. მთელი დღის განმავლობაში სტიქიის საგანგებო შტაბი მერის მოადგილეების - სულხან მოწყობილისა და დავით ვერულიძის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ქობულეთის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ხალაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. პარალელურად  გზები იწმინდება სოფელ ლეღვაში.

უამინდობამ რამდენიმე ადგილას პრობლემა შექმნა

უამინდობამ რამდენიმე ადგილას პრობლემა შექმნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო რამდენიმე ადგილას პრობლემა შეიქმნა. ძლიერი ქარის შედეგად დაბა ოჩხამურში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მოეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ხალაში, საჩინოსა და ლეღვაში დაიმეწყრა სასოფლო გზები, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებითაა. ასევე ოჩხამურის, საჩინოსა და ციხისძირის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა

სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა

სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა

სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა.  კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. სახალხო ზეიმის ბოლოს ორგანიზატორებისაგან სოფლის საპატიო მკვიდრნი გამოვლინდა, რომლებსაც სიგელები გადაეცათ. ზეიმის ფარგლებში სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათი.

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 7 პოზიციაზე გამოცხადდა. ქობულეთის მერის ინიციატივით კონკურსი მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისათვის ღია წესით ჩატარდება. საკონკურსო განაცხადების მიღება ელქტრონული წესით მოხდება, მსურველებმა განცხადებები უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურის სამ ეტაპად ჩატარდება, აპლიკანტებს განაცხადების გადარჩევის შემდეგ ზეპირი დავალება მიეცემათ და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია

ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია. მთელი ღამის განმავლობაში ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ხელმძღვანელობით სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას წყალი და ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

დღეს კულტურის სახლში ბესიკ კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. ცნობილი მომღერალი ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მაყურებლის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგა. საღამოზე ასევე შესრულდა პოპულარული საკონცერტო ნომრები. კონცერტი საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმებისა“ და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდნენ

„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდნენ

ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე  მერიის წარმომადგენლებთან ერთად  „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდა და ბენეფიციარების ტკბილეული გადასცა. „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“  ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გასულ წელს გაიხსნა.

შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

კულტურის სახლში შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საღამოზე შშმ პირებმა  მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. „ხელისუფლება ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას არა არსებობის, არამედ ღირსეულად ცხოვრების პირობები. შშმ პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. თითოეულ ადამიანს აქვს უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის წინსვლას შეიძლება მოახმაროს.