მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წყლის ეკოსისტემებისა და ტორფნარების კონსერვაციის განყოფილების წარმომადგენლებმა ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების შესახებ ისაუბრეს. მენეჯმენტის გეგმა მოიცავს ქობულეთის დაცული ტერიტორიების 6 წლიან სამომავლო ქმდებებსა და 25 წლიან ხედვას.

ლეღვაში რომანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლეღვაში რომანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ლეღვაში რომანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულები ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოინახულა. „ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი თითქმის დაიწვა. მერია დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს, ასევე ვცდილობთ დროულად მოხდეს ოჯახის მდგომარეობის შესწავლა და შემჭიდროვებულ ვადებში გაეწიოთ შესაბამისი დახმარება“ - განაცხადა ქობულეთის მერმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა

ახალგაზრდებთან შეხვედრა

მერიის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სადისკუსიო ხასიათი ჰქონდა სადაც ისაუბრეს თვითმმართველობის შესახებ ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს.

ა/ო „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებს.  

საახალწლო სამზადისი

საახალწლო სამზადისი

ცენტარულ მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს, ქალაქის ქუჩებში საილუმინაციო სისტემები ეწყობა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შემუშავდა. მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. წინასაახალწლოდ მოეწყობა სანტკალაუსის მარათონი, კონკურსები, გამოფენა-გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები, დაჯილდოვებები და ვორქშოფები.

მერიაში გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა

მერიაში გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 5 პოზიციაზე გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 დეკემბერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (www.hr.gov.ge) და გააკეთონ განაცხადები სასურველ პოზიციაზე. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება მერთან.

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა.

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა.

14 დეკემბერს  გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა ლია შაქარიშვილის თავმჯდომარეობით.

 გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა კომისიის  სხდომა

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა

14 დეკემბერს   გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა კომისიის  სხდომა ავთანდილ ანანიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული  8 საკითხი.