წინასაახალწლოდ სოცილურად დაუცველ 35 ოჯახს კომპანია

წინასაახალწლოდ სოცილურად დაუცველ 35 ოჯახს კომპანია

დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს და წინასაახალწლოდ სასურსათე ამანათები გადასცეს.

მერიის ორგანიზებით კომპანია „სინოჰიდრო“ საქველმოქმედო აქციებს რამდენიმე წელია რეგულარულად ახორციელებს. წინასაახალწლოდ აქციის ფარგლებში სამშენებლო კომპანია წინასაახალწლოდ სასურსათო ამანათებს დაბა ჩაქვში მცხოვრებ 35 ოჯახს გადასცემს.

ახალგაზრდებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

ახალგაზრდებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

ქობულეთში საახალწლო და საფესტივალო განწყობის მიუხედავად ქალაქის იერსახეზე ზრუნვა მაინც გრძელდება. გარემოსდაცვითი კამპანია „ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული განყოფლილების ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. ქობულეთის ახალგაზრდული სათათბირო დარბაზის წევრებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სანდასუფთავების თანამშრომლებთან ერთად მდინარე აჭყვას შესართავთან ზღვის სანაპირო ნარჩენიბისგან გაწმინდეს.

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს

ქობულეთში ციტრუსის ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს

ქობულეთში „ციტრუსის ფესტივალი 2017“-ის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტარულ მოედანზე კარვები და ციტრუსის ნაყოფისაგან დამზადებული დეკორაციები მონტაჟდება. „ციტურუსის ფესტივალი 2017“ დღეს 16:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში  წარმოადგენილი იქნება  ციტრუსისაგან აწყობილი სხვადასხვა  სკულპტურები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და სპორტული თამაშები. 

 

სახელოვნებო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

სახელოვნებო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დღეს ქობულეთელების საახალწლო განწყობაზე სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებმა იზრუნეს. მოზარდები მაყურებლის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ.

ღონისძიების ბოლოს სახელოვნებო სკოლის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა: „მადლობა ამ სასიამოვნო წუთებისა და ემოციებისთვის, თქვენ შესძელით ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა რომ ქვეყანაზე არსებობს პრობლემები... ჩვენ სამომავლოდ რასაც ვგეგმავთ და ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ეს არის სწორედ ის მოლოდინი, ის იმედი და ის მოტივაცია რომლისკენაც ჩვენ მივიდვართ.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

დღეს კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ. პატარებმა სცენაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.

 წინასაახლწლო კონცერტი საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა. 

ქობულეთში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქობულეთში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დღეს ქობულეთში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლოდ ქობულეთი უჩვეულოდ ლამაზად მოირთო. ქალაქის ქუჩებში საილუმინაციო სისტემები დამონტაჟდა.

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმღვანელები მიესალმნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! რამდენიმე წუთის წინ საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ნიშნად ახალი წლის მოახლოებისა... უკეთესი მომავლისა... მშვიდობის, სიხარულის და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2018 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის... როდესაც ახალი წელი მოდის ყველას გვაქვს ჩვენი ოცნებები, ჩვენი მიზნები, ჩვენი მისწრაფებები, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს - ეს არის სურვილი უკეთესი მომავლისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა. ვისურვებდი მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ეკონომიკურად გაძლიერების საწინდარი.

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 89 განაცხადი შემოვიდა, რომლისგანაც საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები 21-მა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა და კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადავიდა. 

კონკურსის მეორე  და მესამე ეტაპი 2018 წლის 9 იანვარს კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გაიმართება, რომლის შესახებაც კონკურსანტებს რამდენიმე დღით ადრე ეცნობებათ.