ქობულეთი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

ქობულეთი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

ქობულეთი ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება უჩვეულოდ ლამაზად მოირთო ქალაქის ცენტრალური მოედანი, ქუჩებში საილუმინაციო სისტემები მოეწყო ამ ეტაპისთვის მოედანზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, ასევე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც ხვალ დილიდანვე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

სახაალწლო განწყობის შესაქმნელად სტუდია „ქართულმა ჰანგებმა“ კონცერტი გამართა

სახაალწლო განწყობის შესაქმნელად სტუდია „ქართულმა ჰანგებმა“ კონცერტი გამართა

დღეს ქობულეთელებისთვის სახაალწლო განწყობის შესაქმნელად სტუდია „ქართულმა ჰანგებმა“ კონცერტი გამართა. მაყურებლის წინაშე სტუდიის პატარა წევრები მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ, მათ სხვადასხვა ვოკალური და სამეჯლისო ცეკვების ნომრები შეასრულეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტები 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად იმართება და 31 დეკემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

ქობულეთის მერმა შშმ პირი მოინახულა

ქობულეთის მერმა შშმ პირი მოინახულა

ქობულეთის მერმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარების აქციის ფარგლებში ქვედა აჭყვაში სოციალურად დაუცველი გოჩა თავართქილაძე მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მერთან ერთად შშმ პირი საკრებულოში საჩინოს მაჟორიტარ დეპუტატ ედნარ თურმანიძეს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო აქცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილთან ერთად  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირი თეიმურაზ ჯორბენაძის ოჯახის წევრები, მარტოხელა მოხუცის, სოციალურად დაუცველის  და შშმ პირის ოჯახები მოინახულა.  მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

 

ანსამბლ „მხედრულის“ კონცერტი გაიმართა

ანსამბლ „მხედრულის“ კონცერტი გაიმართა

საახალწლო განწობის შესაქმნელად ქობულეთში კონცერტები გრძელდება. დღეს კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის სახელობის ანსამბლ „მხედრულის“ საახალწლო  კონცერტი გაიმართა. საღამოზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.  მათ  ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურად იმართება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მირიან ქათამაძემ ივანაძეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მირიან ქათამაძემ ივანაძეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ქობულეთის მერი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარების აქციებში ჩაერთო. მირიან ქათამაძემ ხანძრის შედეგად დაზარალებული ივანაძეების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სასურსათე ამანათი გადასცა. მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილიც იმყოფებოდა.

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსი გამარტივებული წესით 5 პოზიციაზე გამოცხადდა.

კონკურსის მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულ 103 აპლიკანტიდან საკონკურსო მოთხოვნები 90-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. კონკურსის მეორე ეტაპი-გასაუბრება 10,11 და 12 იანვარს გაიმართება.