მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად სოფელ დაგვაში ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოინახულა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. „სამწურად ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, ქათამაძეები ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ხანძრის დროული ლოკალიზება მოხდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს. ჩვენ დაუყონებლივ შევისწავლით ზარალს და ვეცდებით დროულად დავეხმაროთ“ - განაცხადა მერმა.

დაგვაში სახლს ხანძარი გაუჩნდა

დაგვაში სახლს ხანძარი გაუჩნდა

სოფელ დაგვაში ხანძარი ლიკვიდირებულია ხანძრის შედეგად ქათამაძეების საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა. დროულად გატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად არავინ დაშავებული.

ქათამაძეების 10 სულიანი ოჯახის მდომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია დაჩქარებული წესით შეისწავლის. 

საახალწლო საქველმოქმედო კამპანია გრძელდება

საახალწლო საქველმოქმედო კამპანია გრძელდება

ქობულეთში საახალწლო საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოჯახის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ჩოლოქის დასახლებასა და სოფელ დაგვაში იმყოფებოდა. მან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. რეგიონის პირველმა პირმა ოჯახებს საჩუქრად ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცა. 

კონკურს „ორიგინალური ნაძვის ხის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კონკურს „ორიგინალური ნაძვის ხის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა კონკურს „ორიგინალური ნაძვის ხის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი ქობულეთის მუზეუმის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვდასხვა მასალისაგან დამზადებული 35 ნამუშევარი.

გიგანტური გოზინაყი დამზადდა

გიგანტური გოზინაყი დამზადდა

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. ცენტრალურ მოედანზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოჯახის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გიგანტური გოზინაყი დაამზადა და მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ცენტრალურ მოედანზე ისმის მხიარული მუსიკა, ადგილობრვი შემოქმედებითი ჯგუფები ზრუნავენ  სტუმრების საზეიმო განწყობაზე, ხოლო პატარების გასამხიარულებლად სცენაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები გაცოცხლდნენ.


ქობულეთში დილიდან სადღესასწაულო განწყობაა

ქობულეთში დილიდან სადღესასწაულო განწყობაა

ქობულეთში დილიდან სადღესასწაულო განწყობაა. დღის განმავლობაში მერიის ორგანიზებით  დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება. ქალაქი დილიდან სანტაკლაუსების მარათონმა გაამხიარულა. მათ ცენტრალური მოედნისკენ ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოუძღვოდნენ. მხიარულ მარათონში გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.