თამარ მეფის სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები

თამარ მეფის სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები

ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილმა წუხელ ღამით შტორმის შედეგად დანაგვიანებული თამარ მეფის სანაპირო დაათვალიერა. ზღვაზე განვითარებულ  შტორმს სანაპიროსთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა. დილიდან გამწვანების სამსახურის მობილური ჯგუფები სანაპიროსა და მწვანე ზოლებს ქვიშისაგან ათავისუფლებენ.

ქობულეთში სანაპიროს მოწესრიგება მიმდინარეობს

ქობულეთში სანაპიროს მოწესრიგება მიმდინარეობს

ზღვის სანაპიროზე ახალი საფეხურებიანი ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. 

პოეტ ზერა რომანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

პოეტ ზერა რომანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კულტურის სახლში პოეტ ზერა რომანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა გახსნა. მან პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა და მწერალთა კავშირისგან სიგელი გადასცა. პოეტს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.

კონკურსის შედეგები ცნობილია

კონკურსის შედეგები ცნობილია

მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შემაჯამებელ ოქმზე მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა სხდომაზე კონკურსის გასაუბრების შედეგები განიხილეს, შეაჯამეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.

კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება, ზეპირი დავალება დასრულდა. საჯარო მოხელეთა კონკურსის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გასაუბრებაში 11 აპლიკანტი მონაწილეობდა. კონკურსანტებს მუნიციპალიტეტში შექმნილი საკონკურსო კომისია აფასებდა. კონკურსის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.