23 ივნისს კინტრიშის ხეობაში ფესტივალი

23 ივნისს კინტრიშის ხეობაში ფესტივალი "ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან" გაიმართება

08:30 საათი - გამგზავრება ქობულეთის ცენტრალური მოედნიდან კინტრიშის ხეობის მიმართულებით.

09:00 საათი - გაჩერება ტყემაკარავის თაღოვან ხიდთან. ისტორიის გაცნობა, ფოტო სესია. თაღოვანი ხიდიდან ველო მოყვარულებს საშუალება ექნებათ ცხემვანის მიმართულებით გზა სამთო ველოსიპედებით გააგრძელონ (მანძილი 5 კმ). მთავარ ლოკაციამდე მისული პირველი ხუთეული დაჯიდლოვდება პრიზით.

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

დღეს გამართულ თათბირზე ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილეებთან ერთად გასულ კვირა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა და სრული მობილიზებაა საჭირო. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქობულეთში დასვენება უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდეს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვუზრუნველყოთ პრობლემური საკითხების მყისიერად გადაჭრა. ჩემი თხოვნაა სეზონის პერიოდში ზედამხედველობის სამსახურმა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი როგორც სეზონური ობიექტებთან არსებული მდგომარეობის, ასევე გრძელვადიანი მშენებლობების შეჩერების კუთხით. სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურებს ვაძლევ მითითებას მწვანე ზოლების, სკვერების, პარკების, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგება უზრუნველყონ და  ამისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა რესურსი“ - აღნიშნა მერმა თათბირზე.

პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ შესარჩევი კონკურსი დაიწყო

პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ შესარჩევი კონკურსი დაიწყო. პროექტის მონაწილეობის მსურველებმა 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე http://youth.indygo.ge. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტების შერჩევა  გასაუბრების შედეგად მოხდება

იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის პრეზენტაცია

იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის პრეზენტაცია

იაპონიის საელჩომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგრანტო პროექტ „ადამიანთა უსაფრთხოების“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

პროექტი მიზნად ისახავს ადამიანთა აუცილებელი სოციალური მოთხოვნილებების გასაუმჯობესებლად მრვალფეროვანი პროექტების განხოციელებას, რაც მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის.

ENPARD-ისპროგრამის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარება გრძელდება

ENPARD-ისპროგრამის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარება გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ENPARD-ის  პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება, ზეპირი დავალება დასრულდა. საჯარო მოხელეთა კონკურსის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გასაუბრებაში 11 აპლიკანტი მონაწილეობდა.

ჭაბურღილების მონტაჟი მიმდინარეობს

ჭაბურღილების მონტაჟი მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. სოფლებში წლების მანძილზე ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი ხდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია წყალმომარაგების გაიმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

მერიაში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება

მერიაში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება

ხვალ, 11:00 საათზე კულტურის სახლში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება. ქობულეთის მერიაში კონკურსი 28 მაისს 3 პოზიციაზე გამოცხადდა.