ემტეესის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება

ემტეესის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება

ემტეესის დასახლებაში სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქიაჩელის, კლდიაშვილისა და მესხიძის ქუჩებზე ასფალტის საფარი იგება.ინფარსტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ხოლო  ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.

დაიწყე ზაფხული ჩვენთან ერთად კინტრიშის ხეობიდან

დაიწყე ზაფხული ჩვენთან ერთად კინტრიშის ხეობიდან

23 ივნისს კინტრიშის ხეობა გრანდოიზულ ფესტივალს უმასპინძლებს. საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მოეწყობა შემეცნებითი და ველო ტურები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დაგეგმილ აქტივობებში და ტრადიციული კულინარიული ნაწარმი დააგემოვნონ.

ბობოყვათში წყალმომარაგების პრობლემა მალე მოგვარდება

ბობოყვათში წყალმომარაგების პრობლემა მალე მოგვარდება

ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს პროექტის მიმდინარეობას ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი გაეცნენ. მათ წყალსადენის სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ქობულეთში გამწვანების აქცია გაიმართა

ქობულეთში გამწვანების აქცია გაიმართა

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერია გარემოსდაცვით კამპანიას აგრძელებს! გარემოსდაცვით კამპანიას „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ სოციალური პროექტ „GREEN CHALLENGE”-ით შემოუერთდა.

სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

დღეს სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ საქართველოში დაბრუნებულთა მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრაზე სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშესაწყობ გრძელვადიან პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პარკში საზაფხულო სამზადისი მალე დასრულდება

პარკში საზაფხულო სამზადისი მალე დასრულდება

ზღვისპირა პარკის  ამფითეატრში საზაფხულო სამზადისი მიმდინარეობს. წესრიგდება სცენა და კულისები, იღებება სკამები. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სეზონისთვის ცენტრალური პარკი ბევრ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. დაგეგმილია ფესტივალები და კონცერტები

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი

დღეს ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერილიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმა კარიერისა და გელაურის უბნებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მათ სამუშაოების მწარმოებლებისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდეს და მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა დაავალეს.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა  გაიმართა, რომელსაც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნინო ნოღაიდელი, „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელი ალექსანდრე მწეველიძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.