კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ტურისტული სეზონის ორგანიზებულად ჩატარებასა და ტურისტებისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებაზე ისაუბრეს.

მერმა სეზონური ობიექტების მეპატრონეებსა და მოიჯარეებს თანადგომისკენ მოუწოდა. „ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა. გთავაზობთ ყველანი ერთად გავერთიანდეთ და ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ ჩამოსულ ტურისტებს, ყველანი ერთად შევეცადოთ რომ ქობულეთში დასვენება უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდეს და რაც მთავარია ყველამ ერთად დღესვე დავიწყოთ ზრუნვა, იმისთვის რომ ხვალ ჩვენი ქალაქი უკეთეს კურორტად იქცეს მოწესრიგებული ქუჩებით, სანაპირო ზოლით და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებით, გაუმჯობესებული სერვისით, განაშენიანებული და მოვლილი რეკრეაციული ზონებით“- აღნიშნა მირიან ქათაამძემ საუბრისას.

დაბა ჩაქვში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დაბა ჩაქვში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩაზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა მალე დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში ეზოებში დეკორატიული ფილები იგება. უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ფანჩატური.

კარიერის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა

კარიერის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა

ლეონიძისა და ფიროსმანის ქუჩებზე დეკორატიული ფილები იგება. მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე არხები, რომელიც აღნიშნულ ზონაში არასოდეს არ ფუნქციონირებდა. სამუშაოები აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ქუჩების კეთილმოწყობა კარიერის უბნის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო. მერმა სამუშაოების მწარმოებლებს სამუშაოების მითითებები მისცა და ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა.

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება. სანაპიროზე არსებულ მდგომარეობას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაკაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი რომანაძესთან ერთად გაეცნენ. ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქობულეთში ქუჩებისა და მწვანე ზოლების მოწესრიგება სისტემატურად მიმდინარეობს.

დღეს გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ტურისტულ ზონაში სკვერები და მწვანე ზოლები იცელება.

ტურისტული სეზონისთვის შეთეთრდა მრავალწლიანი ნარგავები, სარეველა ბალახისგან გაიწმინდა რეკრეაციული ზონები. სკვერებსა და პარკებში მოეწყო გამწვანების აქციები.

სანდასუფთავების სამსახურის ორგანიზებით ყოველდღიურად სუფთავდება ზღვის სანაპირო ზოლი.

ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა

ქობულეთში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა

ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს  20-30 წუთით შეამცირებს. 

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

უბნებს შორის მინი ფეხბურთი დასრულდა

უბნებს შორის მინი ფეხბურთი დასრულდა

უბნებს შორის მინი ფეხბურთში „ქობულეთის თასის“ გათამაშება დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჭავჭავაძის უბნის გუნდი „ურაგანი“ და „მე-7 სკოლის უბანი“ შეხვდნენ. დაძაბული ასპარეზობის შედეგად მოწინააღმდეგეს „მე-7 სკოლის უბანმა“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:1 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. ტურნირის შედეგად საუკეთესო მეკარედ თამაზ მჟავანაძე, საუკეთესო მცველად გიორგი ზოიძე, საუკეთესო ბომბარდირად მერაბ კოპალიანი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ცენტერაძე დასახელდა.

ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან

ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა.

სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, შემეცნებითი და სპორტული ტურები, დეკორატიულად მოწყობილი მოსასვენებელი კუთხეები, გემოვნებიანი მუსიკა მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.

აჭის საჯარო სკოლას 120 წელი შეუსრულდა

აჭის საჯარო სკოლას 120 წელი შეუსრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლას დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა  მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს სტუდენტურმა პარლამენტმა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“  ფარგლებში საგაზაფხულო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. შეხვედრას ქობულეთის მუნიპალიტეტის მერის მოადგილე დავით ვერულიძე და საკრებულოს წევრი ლია შაქარიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც რეგიონში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.