ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ორგანიზებით ქალაქის მოსაწესრიგებლად სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ყოველდღიურად სუფთავდება პლაჟი და სანაპირო ზოლი. ამ ეტაპისთვის სკვერების, რუსთაველის ქუჩის ტროტუარებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები სარეველა ბალახებისგან იწმინდება.

კალათბურთში თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

კალათბურთში თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

დღეს კალათბურთში აფხაზეთის ომში დაღუპულ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. სპორტული შეჯიბრში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, პირველი საპრიზო ადგილი თბილისის გუნდმა „მეგამ“ აიღო, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ქობულეთის კალათბურთის გუნდმა  და თბილისის „ქორებმა“ გადაინაწილეს.

ინფო ტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ინფო ტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ინფო ტურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სტუმრებს ქობულეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრნენ და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, ხოლო ტურის მონაწილეებმა მასპინძლებს ტურის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ინფო ტური დასრულდა

ინფო ტური დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უცხოელი ტურისტებისთვის ინფო ტური დასრულდა. ტურის ფარგლებში აზერბაიჯანელმა, უკრაინელმა და ბელორუსმა ჟურნალისტებმა, ტუროპერატორებმა და ბლოგერებმა ქობულეთის ღირსშესანიშნაობები და დაცული ტერიტორიები დაათვალიერეს.

ინფო ტურის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და მისი პოპულარიზაცია.


საჩინოს მოსახლოებასთან შეხვედრა გაიმართა

საჩინოს მოსახლოებასთან შეხვედრა გაიმართა

დღეს  ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ქვედა აჭყვას მოსახლეობას შეხვდა. მერიის წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს. შეხვედრაზე სამომავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

სოფლის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა წყალმომარაგების შეუზღუდავი მიწოდება, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სასოფლო გზების მოწესრიგება იყო.

ფატი მართალიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

ფატი მართალიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფატი მართალიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

ქალბატონ ფატის აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ვალგას დელეგაციას შეხვდნენ

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ვალგას დელეგაციას შეხვდნენ

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ესტონეთის ქალაქ ვალგას დელეგაციას უმასპინძლეს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და ვალგას მუნიციპალიტეტის მერმა მარგუს  ლეპიკმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს, სამომავლო პერსპექტივებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.