ხუცუბნის მოსახლეობას შეუზღუდავი წყალმომარაგება ექნება

ხუცუბნის მოსახლეობას შეუზღუდავი წყალმომარაგება ექნება

ძალიან მალე კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. ხუცუბნის მოსახლეობას შეუზღუდავი წყალმომარაგება ექნება!
გასულ წლებში ხუცუბანში წყალსადენი სისტემებს სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი სათავენაგებობები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელები, მაგრამ წყლის დებეტის ნაკლებობა ხშირად იწვევდა წყალმომარაგების შეზღუდვებს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულობით მწვავდებოდა.

მდინარე კინტრიშის გასწორხაზოვნება

მდინარე კინტრიშის გასწორხაზოვნება

მდინარე კინტრიშის შესართავთან ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად მერია 35 924 ლარს დახარჯავს. მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც მიმდინარეობს.

საზაფხულო ფესტივალი გვიან ღამემდე გაგრძელდება

საზაფხულო ფესტივალი გვიან ღამემდე გაგრძელდება

საზაფხულო ფესტივალი გრძელდება. ქობულეთის მერიის ორგანიზებით ცენტრალური პარკის მიმდებარე პლაჟზე ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება. კონცერტს ჯგუფი MIX2RA მართავს. საღამოს მსვლელობისას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებას მიესალმა და დღესასწაული მიულოცა.

საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში ჭადრაკში სეანსი მიმდინარეობს

საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში ჭადრაკში სეანსი მიმდინარეობს

ქობულეთში სადღესასწაულო განწყობაა. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა მიმდინარეობს. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სპეციალურ პავილიონებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკას დაეთმო.

დღეს ქობულეთში ფესტივალი გაიმართება

დღეს ქობულეთში ფესტივალი გაიმართება

დღეს ქობულეთი საზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე ჩატარდება. 

ღონისძიების ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მოეწყობა ყვავილების, ფერების, ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალები, გაიმართება გამოფენები, მასტერკლასები, კონკურსები, საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება, სპორტული შეჯიბრებები და საზღვაო გასართობი თამაშები, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით საჭადრაკო ტურნირი ჩატარდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დაგეგმილ აქტივობებში. შეჯიბრებებში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემა.

 

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018-ის სამზადისი

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018-ის სამზადისი

8 ივლისს ქობულეთი გრანდოიზულ ფესტივალს უმასპინძლებს. საზაფხულო ფესტივალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე ჩატარდება. ღონისძიების სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე დეკორაციები მონტაჟდება.

მინი ფეხბურთში ღია პირველობა დაიწყო

მინი ფეხბურთში ღია პირველობა დაიწყო

დღეს, ქობულეთის სასპორტო სკოლაში მინი ფეხბურთში ღია პირველობა გოგონათა შორის დაიწყო. შეჯიბრებაში ქობულეთის, ხაშურის, ქუთაისის, ხობის, ხონისა და ლაგოდეხის 15 წლამდე ასაკის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირი ორდღიანია და ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება. გამარჯვებულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან თასები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018-ის ანონსი

ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018-ის ანონსი

8 ივლისი, ცენტრალური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018“ გაიმართება

10:00 საათი - „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018“-ის გახსნა. დაუკრავს DJ ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე.

12:00 საათი - ყვავილების ფესტივალი.

13:00 საათი - 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდე-ს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართება.

ქობულეთის პჯდ ცენტრებს ორი ავტომობილი გადაეცა

ქობულეთის პჯდ ცენტრებს ორი ავტომობილი გადაეცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ორი მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, პჯდ ცენტრებისა და ხელისუფლების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ასევე ხელვაჩაურისა და ხულოს პჯდ ცენტრებს გადაეცა. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.

საჯარო აუქციონი ჩატარდა

საჯარო აუქციონი ჩატარდა

დღეს ქობულეთის მერიაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჯარო აუქციონი ჩატარდა. 3 ლოტიდან გამარჯვებული 2 ლოტზე გამოვლინდა. პირობების თანახმად ნებართვა 5 წლის ვადით გაიცა.

მეორე ლოტზე აუქციონი ხელმეორედ გამოცხადდება.