სამუშაო თათბირი გაიმართა

სამუშაო თათბირი გაიმართა

დღეს სამუშაო თათბირი გაიმართა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სამსახურის უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ტურისტული სეზონის ეფექტურად ჩასატარებლად სამსახურებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდეს.

ჩაისუბანში ფოლკლორის საღამო გაიმართა

ჩაისუბანში ფოლკლორის საღამო გაიმართა

დღეს სოფელ ჩაისუბანში ფოლკლორის საღამო „ადგილობრივი ტრადიციები და ადათ-წესები“ გაიმართა. ჩაისუბნის სასოფლო კლუბის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

 

მერიაში შეხვედრა გაიმართა

მერიაში შეხვედრა გაიმართა

დღეს ქობულეთის მერის მოადგილეები სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ დირექტორთან მერაბ პაპუნაიშვილთან ერთად პროექტ „მწვანე ქალაქის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელიც პროექტ „ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას. 

ჩაქვის ეზოების კეთილმოწყობა მალე დასრულდება

ჩაქვის ეზოების კეთილმოწყობა მალე დასრულდება

დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად კარიერის დასახლებაში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა

კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში მუსიკალური საღამო გაიმართა. ქ. თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლასთან არსებული სასულე ორკესტრი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.

„ბენდი 19“-ის წევრებმა ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.