ჭახათში მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა

ჭახათში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ჭახათის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მერის მოადგილე დავით ვერულიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაკაიძესთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი რომანაძესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ჭახათის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თათბირი გაიმართა

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან თათბირი გაიმართა

დღეს გამართულ სამუშაო თათბირზე ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე საკითხები განიხილა და მუნიციპალურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

ანსამბლმა „შავნაბადამ“ კონცერტი გამართა

ანსამბლმა „შავნაბადამ“ კონცერტი გამართა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში ფესტივალ „ბაღია ჩვენი ქვეყანას“ ფარგლებში კონცერტი გაიმართა. საღამოს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. ანსამბლი „შავნაბადა“ მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ხალხური სიმღერები და ქართული საგალობლები შეასრულეს. კონცერტში ასევე ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული სალოტბარო კლუბის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ შეხვედრა გაიმართა

საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ პროექტ „დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა“ პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე პრეზენტაციის შემდეგ დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ განვითარებაზე, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების წარმოჩენისა და რეალიზების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

სანაპიროს 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა

სანაპიროს 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა

ქობულეთში სანაპირო ზოლის 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოხდა არსებული ჯებირის დემონტაჟი, რომელიც შტორმის შედეგად წლების მანძილზე მნიშვნელოვნად დაზიანდა და აშენდა ახალი საფეხურებიანი ნაპირდამცავი კედელი, ასევე დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა  სანაპიროს სავალი ნაწილი და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი 1260 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება

გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება

გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება.აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე დეკორატიული ფილები იგება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბორდიურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.