ხალაში ფოლკლორის საღამო ჩატარდა

ხალაში ფოლკლორის საღამო ჩატარდა

დღეს სოფელ ხალაში ფოლკლორის საღამო ,,ფოლკლორში ასახული ქართული სული" გაიმართა. ღონისძიებას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე სხვა ოფიციალურ  პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

წყავროკაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

წყავროკაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად წყავროკა-სატახიას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები - კობა ნაკაიძე და მუხრან ვახტანგაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.

ხმაურის გადაჭარბებაზე კონტროლი გამკაცრდა

ხმაურის გადაჭარბებაზე კონტროლი გამკაცრდა

ხმაურის გადაჭარბებისათვის კანონი გამკაცრდა. კანონის დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პირველი ივლისიდან ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს და დააჯარიმებს.

დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს ბინები გადაეცა

დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს ბინები გადაეცა

დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებული 8 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. დღეს მობინადრეებს ბინების გასაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესაკუთრეებს ახალი საცხოვრებელი მიულოცეს, ბედნიერი ცხოვრება უსურვეს და ახლადაშენებული შენობა დაათვალიერეს.

თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან მირიან ქათამაძისგან მიიღო. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა  აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად ახლადრეაბილიტირებული სანაპირო ზოლი დაათვალიერეს, დამსვენებლებს გაესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.

გორგაძეებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

გორგაძეებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

დღეს სოფელ გორგაძეებში ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტრის წევრი ფატი ხალვაში და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ წულაძე მოსახლეობას შეხვდნენ და შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი წყალსადენი სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის სამუშაოები სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს, ასევე მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება აბონენტთა გამრიცხველიანობა.

ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები გრძელდება

ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები გრძელდება

ქობულეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს. წამლობითი ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება.

ფართობები თერმული ნისლით მუშავდება. დღეს თერმული ნისლით ქალაქის ქუჩები, შიდა გზები და ჩიხები  დამუშავდა.