ხელისუფლების წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ხელისუფლების წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მერიისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წყავროკაში მეთხილეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქობულეთში ქუჩებისა და მწვანე ზოლების მოწესრიგება სისტემატურად მიმდინარეობს. დღეს გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ტურისტულ ზონაში სკვერები და აღმაშენებლის გამზირზე არსებული მწვანე ზოლები იცელება. ტურისტული სეზონისთვის შეთეთრდა მრავალწლიანი ნარგავები, სარეველა ბალახისგან გაიწმინდა რეკრეაციული ზონები. სკვერებსა და პარკებში მოეწყო გამწვანების აქციები.

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

დღეს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ  მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მან ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის წარმოდგენა დაავალა.

ქობულეთში ხმაურის კონტროლს ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს

ქობულეთში ხმაურის კონტროლს ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემული ხმაურის ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ.

სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სანდასუფთავება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უწყების ძირითადი და მობილური ჯგუფები თავიანთი საქმიანობის განხორციელებას დილის 5 საათიდან იწყებს. ქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 150-ზე მეტი მუშა-ხელი ზრუნავს. ყოველდღიურად ლაგდება ქუჩები, სკვერები, პარკები, სანაპირო ზოლი და პლაჟი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების დაგვა-დასუფთავება ოთხ დღეში ერთხელ ხდება. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა სანდასუფთავების სამსახური გამოძახებებზე რეაგირებასაც ახორციელებს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 00 84 14.

თვითნებური კემპინგების მონიტორინგი განხორციელდა

თვითნებური კემპინგების მონიტორინგი განხორციელდა

ქობულეთში ტურისტული სეზონის პერიოდში რეკრეაციულ ზონებში მოჭარბებულად ჩნდება ბუნებაში დასვენების მოყვარული ტურისტები, რომლებიც შლიან კარვებს და თვითნებურად აწყობენ საკემპინგე ადგილებს. შედეგად ზიანდება გარემო, ბინძურდება მიმდებარე ტერიტორია და დისკომფორტი ექმნება სხვა დამსვენებლებს.

ჩაიუბანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ჩაიუბანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩაისუბანში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოში ჩაისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ აბაშიძე ანგარიშით წარსდგა. საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა თავისი საქმიანობის 4 წელი შეაჯამა და მის მიერ წამოყენებულ ინიციატივებსა დაპროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სტრუქტურული ერთეულებისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად კვირის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლოდ გადასაწყვეტ საკითხებზე იმსჯელა. 

ხელისუფლების წარმომადგენლები „ჩელე არენაზე“ იმყოფებოდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები „ჩელე არენაზე“ იმყოფებოდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის ტურისტული სეზონისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაკაიძესთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მთავარ ფეხბურთის სტადიონს „ჩელე არენას“ ესტუმრა.