უხვმა ნალექმა პრობლემები სოფლებშიც შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები სოფლებშიც შექმნა

უხვმა ნალექმა სოფლების მოსახლეობასაც შეუქმნა პრობლემები. სოფელ ქობულეთში, კვირიკეში, სახალვაშოსა და საჩინოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოვინახულეთ და მათ მდგომარეობას ადგილზე გავეცანით. ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია. დაზიანებების შესწავლას გეოლოგიური სამსახური ხვალ დილიდანვე დაიწყებს.

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და მობილური ჯგუფები პატრულირებას ახორციელებდნენ. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი 599 79 18 91. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

ომშიდაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

ომშიდაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ ფატი ხალვაშთან ერთად 2008 წელს ომში დაღუპული მეომრების - ბესიკ შაინიძის, თენგიზ ჭაღალიძისა და ედნარ დიასამიძის  საფლავები ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული გმირები გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული მეომრების - რაულ მჟავანაძის, ომარ ასლანიძის, გიორგი ქათამაძის, ამირან და გიორგი შაინიძეების საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქობულეთში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს

ქობულეთში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს

2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებებიდან ათი წელი გავიდა. დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაკაიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები ქობულეთიდან

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები ქობულეთიდან

2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებების დროს ათი ქობულეთელი ჯარისკაცი დაიღუპა. საომარი მოქმედებები 8 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ხელისუფლების წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მერიისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წყავროკაში მეთხილეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქალაქში მწვანე ზოლები იცელება

ქობულეთში ქუჩებისა და მწვანე ზოლების მოწესრიგება სისტემატურად მიმდინარეობს. დღეს გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ტურისტულ ზონაში სკვერები და აღმაშენებლის გამზირზე არსებული მწვანე ზოლები იცელება. ტურისტული სეზონისთვის შეთეთრდა მრავალწლიანი ნარგავები, სარეველა ბალახისგან გაიწმინდა რეკრეაციული ზონები. სკვერებსა და პარკებში მოეწყო გამწვანების აქციები.

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა

დღეს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ  მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მან ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის წარმოდგენა დაავალა.

ქობულეთში ხმაურის კონტროლს ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს

ქობულეთში ხმაურის კონტროლს ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემული ხმაურის ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ.