სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა 2018 წლის 13 აგვისტოდან 29 დეკემბრამდე გარგძელდება. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულები არიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. 

მერმა მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

მერმა მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

დღეს მსოფლიოს ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ დღესასწაული მუსლიმ მორწმუნეებს ჯიხანჯურის ჯამედან მიულოცა.

"მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო აჭარაში მცხოვრებ მუსლიმან ძმებს. ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სიყვარული და წარმატებები! "- განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

 ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად კვირის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ცენტრალური საკანალიზაციო მილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ცენტრალური საკანალიზაციო მილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში მესამე სატუმბო სადგურთან ცენტრალური საკანალიზაციო მილის გეგმიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.