ზედა აჭყვას და ჩაქვისთავის მოსახლეობასთან შეხვედრა. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ფატი ხალვაშთან და მერიის წამომადგენლებთან ერთად სოფელ ქვედა, ზედა აჭყვასა და ჩაქვისთავში მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მიმოიხილა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოისმინა მათი პრობლემები და საკითხების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. საკითხები ეხებოდა შიდა სასოფლო გზების ბეტონირებას, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს , გარე განათებისა და ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების სისტემის მოწყობას.