წყავროკა-ცეცხლაურის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა დასრულდა. საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

ახლადაშენებული ხიდი ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფორსმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაკაიძესთან ერთად დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში 21 მეტრი სიგრძის და 4,8 მეტრი სიგანის ახალი ხიდი აშენდა. სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით განხორცილდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 241 500 ლარს დახარჯავს.