23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა. მირიან ქათამაძე ქობულეთის პირველ საჯარო სკოლას სტუმრობდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში წიგნის ჩუქების დღისადმი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა შექსპირის პიესებიდან პერსონაჟები გააცოცხლეს. სამომავლოდ მსგავსი სახის აქტიობას მაყურებელი, ღია ცის ქვეშ იხილავს. დადგმას ახალგაზრდები ევროპის დღეების ფარგლებშიც გამართავენ. ევროპის დღეებში მოსწავლეების ჩართვის იდეა, ქობულეთის მერს ეკუთვნის . აქტიობა მაისის პირველ კვირაში გაიმართება.