ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოწესრიგებული შეხვდება. დასუფთავების აქციები პერმანენტულად ტარდება სანაპირო ზოლისა და ქალაქის სხვადასხვა უბანზე. მირიან ქათამაძის ინიციატივას მერიის სამსახურის უფროსები , დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელები და სასტუმრო „ჯორჯიან პალასის“ თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში , ნახევარი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციას ქობულეთში მყოფი, გერმანელი ტურისტებიც შეუერთდნენ. #მოწესრიგებულისანაპირო