სოფელ ცეცხლაურში, უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟი განხორციელდა

დღეს სოფელ ცეცხლაურში, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთში, უნებართვოდ აშენებული ფიცრული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ხის ნაგებობა მშენებარე ნაგავსაყრელის სანიტარულ ზონაში იყო მოქცეული.

სამუშაოები კანონის შესაბამისად ჩატარდა. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ზოიძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

სამშენებლო მასალა მეპატრონეს , დაუზიანებლად გადაეცა.
რაც შეეხება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და ქობულეთის შემოვლითი გზიდან ახალი მისასვლელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.
მერიის შესაბამისი სამსახურები , სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებში თვითნებურად აშებული ნაგებობების დემონტაჟს შემდგომშიც გააგრძელებენ.