დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სტალინის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. მერიის წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს. შეხვედრაზე სამომავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას დასმული პრობლემების შესწავლასა და შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ.