სოფელ ჩაისუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარე გიორგი გოგიტიძე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილი, ა(ა) იპ ,,ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას „ დირექტორი ია ხალვაში, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 3 ჯგუფისგან დაკომპლექტდა და 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღისთვის ადგილზე ახალი შენობა აშენდა. ობიექტი თანამედროვე სტანდარტებისაა და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. ბაღის მშენებლობლობა 2017 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. სამუშაოებისთვის 377 083 ლარი დაიხარჯა.

2009 წლიდან დღემდე აღნიშნული სოფლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბავშვები ჩაისუბნის საჯარო სკოლაში გადიოდნენ სააღმზრდელო პროცესს. საჯარო სკოლაში 2 ჯგუფი და 70 ბავშვი იყო.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 27 საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესს 2940ბავშვი გადის.