კულტურის სახლში შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საღამოზე შშმ პირებმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

„ხელისუფლება ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას არა არსებობის, არამედ ღირსეულად ცხოვრების პირობები. შშმ პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. თითოეულ ადამიანს აქვს უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის წინსვლას შეიძლება მოახმაროს. ჩვენი მათდამი დამოკიდებულება ამ უნარებისა და ნიჭის პატივისცემას ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ თვითრეალიზაციასა და შესაბამისი გარემოს შექმნას. შშმ პირთა უფლებაა იცხოვრონ თანასწორ პირობებში“ - აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

ღონისძებას ქობულეთის მერი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე მობრძანებულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს თბილისში, 51-ე საჯარო სკოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

დასასრულს ღონისძიების მონაწილეებს ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო საჩუქრები გადაცათ. საღამო მერიის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.