საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ და დაკარგულთა სკვერში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ვეტერანებს ეს დღე მიულოცეს.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და ვეტერანებს საერთაშორისო დღე მიულოცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა.
ვეტერანის დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“. ეს კანონი გახდა შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი.