საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2018 წლის 26 იანვრიდან 30 ივნისამდე განხორციელდება. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულები არიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები ვალდებულნი არიან გასაწვევ უბნებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოცხადდნენ.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება N01-06 117 "საქართველოს სამხედრო ძალებში 2018 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ"