ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, შშმ პირთა,მრავალშვილიან და მარტოხელა მოხუცების ოჯახებს სააღდგომო ამანათები დაურიგეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.