დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ვალგას პროფესიული ტრენინგ ცენტრის პედაგოგებსა და სტუდენტებს უმასპინძლა,რომლებიც ქობულეთში სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა"- ში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. გაცვლითი პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. ქალაქ ვალგასა და ქობულეთელი სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ქართულ, ესტონურ, ევროპულ სამზარეულოს ეცნობიან და შეისწავლიან.

შეხვედრაზე ისაუბრეს სასწავლო გაცვლითი პროგრამის საკითხების შესახებ, სამომავლო გეგმებზე, ურთიერთთანამშრომლობაზე. გაიმართა ქობულეთის სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია . შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.