3 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა დელეგაციას გერმანიიდან, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

საკრებულოს თავმჯდომარემ გერმანელ სტუმრებს გერმანიის ერთიანობის დღე 3 ოქტომბერი მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანია-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, კულტურის , დასაქმების სფეროში მიმდინარე საკითხებს. დავით მჭედლიშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანელ სტუმრებს იმ გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის ,რომელსაც ისინი ახორციელებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის დასასრულს ისაუბრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებთან დაკავშირებით.