ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში წყალსადენის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის სათავე ნაგებობა მოეწყო. აშენდა ახალი საწმენდი-საფილტრი შენობა. განხორციელდა ცენტრალური მაგისტრარული ხაზების მშენებლობა . 2 რეზერვუარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა წყლის გაუსნებელყოფის (საქლორატო) აპარატები.

სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. წყალსადენის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 973 000 ლარი გამოიყო.