19 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში საერთაშორისო ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოსა პარტნიორობით , საერთაშორისო პროექტის „ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერითვის აჭარაში“ ფარგლებში ტრენინგ-სემინარი გაიმართა,რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე და ბიზნესის წამოწყების მსურველი ქალები და ქობულეთში მცხოვრები ქალები ბოშათა თემიდან ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანი ქობულეთში მომუშავე და თვითდასაქმებული ქალი მეწარმეების გადამზადება და მათი ბიზნესის წარმოების თანამედროვე საკითხებსა და საჭირო უნარ-ჩვევებზე ფოკუსირებაა. ტრენინგს უძღვებოდნენ ესტონელი ექსპერტები: რეტ ლაია- გენდერული თანაასწორობის ევროპულ ინსტიტუტში ესტონეთის წარმომადგენელი, ქალთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი და მარგო ოროპოლდი -ექსპერტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში