ქობულეთში ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 75 მოსწავლე იღებდა.

ჩემპიონატში გამარჯვება ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ალი ირემაძემ მოიპოვა. მან "ქობულეთის ეტალონის მოსწავლის“ ტიტული მიიღო. სტატუსთან ერთად, შეჯიბრში გამარჯვებულმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

ეტალონის პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება