445 წელი გავიდა მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან. დღეს, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს შექსპირის ცნობილი ტრაგედიები და უკვდავი პერსონაჟები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიცვიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლევბი.
”-შექსპირი განეკუთვნება იმ შემოქმედთა რიცხვს, რომლებიც ჰუმანისტური მსოფლხედვის მატარებლები არიან და სწორედ ეს გამოსჭვივის მისი შემოქმედებიდანაც.მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექციას და თითოეულ მოსწავლეს სასიამოვნოდ გატარებული რამდენიმე საათისა და თავდაუზოგავი შრომისათვის“-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა