19 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტის თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებლოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სააქტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილმა წარუდგინა. საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში დასრულდა.