23 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად (საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) გამოცხადებულ ვაკანსიაზე გასაუბრების მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა გასაუბრებასა და ზეპირ დავალებას.

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე დაშვებული ხუთი აპლიკანტიდან გამოცხადდა სამი კონკურსანტი.

აღნიშნულ პოზიციას დაიკავებს კონკურსანტი, რომელსაც ქულათა შეჯამების საფუძველზე ექნება ყველაზე მაღალი შეფასება დანარჩენ ორ კონკურსანტთან შედარებით.

გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა მოხდება გასაუბრების ჩატარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში.

შემაჯამებელი ოქმი N3