ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ თათბირს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,საკრებულოს კომისიის და ფრაქციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

თათბირზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ჩასატარებელი კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე, ასევე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ საკითხებზე.