12 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ორგანიზებით ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გაზაფხული და ქალი ერთია“ გაიმართა . ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ რეგიონის ღვაწლმოსილი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრი ქალები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა . ქალბატონებს დღეგრძელობა, წინსვლა და წარმატებები უსურვა როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საზეიმო ღონისძიება გააფორმა ქობულეთის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივმა დირექტორ ნარგიზ რომანაძის ხელმძღვანელობით და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ მხედრული“.