17 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა ესტონეთიდან არასამთავრობო ორგანიზაცია“ განვითარების საბჭო“ (arenduskoda)-ს ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა. არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავებულია ევროკავშირის პროექტების განხორციელებით ესტონეთში, ორგანიზაციის ძირითადი პროექტები მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ქალაქგარე ტერიტორიებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ორგანიზაციის წევრები: ურმას კირტსი-ქალაქ კუუსალუს მერი კარტინ სუურსო- ევროპული პროექტების ხელმძღვანელი ესტონეთში.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ესტონეთი -საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში ტურიზმის, ბიზნესის, დასაქმების სფეროში მიმდინარე საკითხებს. შეხვედრის დასასრულს ისაუბრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებთან დაკავშირებით.