დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი შ.პ.ს „ქობულეთის წყალის“ თანამშრომლებთან ერთად რუსთაველის ქუჩაზე თორმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიმდინარე დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის გაწმენდით სამუშაოს გაეცნო. აღნიშნული პრობლემა დროებით აღმოფხვრილია თუმცა ამორტიზირებული საკანალიზაციო ქსელი შეკეთებას საჭიროებს. საკრებულოს თავმჯდომარე კორპუსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.