ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა და შეკრებილ საზოგადოებას დაწვრილებით ესაუბრა თავისი საქმიანობის პერიოდში შესრულებულ საქმეებზე.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ,ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე,საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები.
„დღეს, ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული პროეტქებისა და აქტივობების შესახებ ანგარიში წარვადგინე.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუმარს მობრძანებისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ერთობლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის და ასევე თითოელ მოქალაქეს ნდობისათვის.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მუდმივ მზადყოფნას გამოვთქვამ ღია და უშუალო ურთიერთობებისათვის საზოგადოებასთან.“
-აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით მჭედლიშვილმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ისაუბრეს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.